Friday, November 13, 2009

ნოდარ მამისაშვილი


პროექტის სახელი: ნოდარ მამისაშვილი კომპოზიტორი და მეცნიერ-მკვლევარი.

პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გაეცნობიან მრავალმხრივ განათლებული  კომპოზიტორის ნოდარ მამისაშვილის შემოქმედებას. მოიძიებენ ინფორმაციას.  

პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ  ნოდარ მამისაშვილის შემოქმედებას, არა მარტო, როგორც კომპოზიტორის, არამედ, როგორც დიდი მოაზროვნის, მეცნიერ-მკვლევარის. პროექტის დროს მოხდება მოსწავლეების ჯგუფებად ჩამოყალიბება. გაეცნობიან კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის შემოქმედებას. 1) მოიძიებენ ინფორმაციას მსოფლიოში ერთადერთ გამოგონებაზე- სამფაზიანი კომპოზიციის სისტემა- ჰოლოფონია;( ეკუთვნის ნოდარ მამისასვილს)  2)აკუსტიკურ-საინჟირნო აპარატურა; 3)ქართული სამგალობლო კანონზომიერებანი, რომლის დაყრდნობითაც გამოითვალა ქართული მართლმადიდებლური ზარის აკუსტიკური თვისებები; 5)ქართული ზარის მეტალურგიული თვისებები; 6) ბიბლიის სრული აუდიო ვერსია ქართულ ენაზე.(მუსიკალური გაფორმება ნ.მამისაშვილი) 7) ინტერვიუ კომპოზიტორთან.(მის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, კომპოზიტორებთან, ოჯახის წევრებთან) მოძიებული მასალის შეჯერების შემდეგ მოხდება პრეზენტაცია. 

მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 1/2 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ეცნობიან კომპოზიტორის შემოქმედებას. შექმნიან ჯგუფებს და გაინაწილებენ ფუნქცია-მოვალეობებს. ინფორმაციას მოიძიებენ ინტერნეტით. მოისმენენ ნოდარ მამისაშვილის ნაწარმოებებს. მოხდება ამ ნაწარმოებების გარჩევა-ანალიზი, მსჯელობა.  

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეძლება, შეიქმნას: მოსწავლეები გაიცნობენ  ქართველი კომპოზიტორის, მეცნიერის, მკვლევარის  შემოქმედებას. მოძიებული მასალის შედეგად შეიქმნება ვებ-გვერდი/ბლოგი.    გაიღრმავებენ კვლევა -ძიების, კომპიუტერთან მუშაობის, შემოქმედებით უნარ-ჩვევებს. 

სარგებელი სხვებისთვის: მოძიებულ ინფორმაციას, პრეზენტაციას, გააცნობენ არა მარტო თანატოლებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ვებ-გვერდის,  ბლოგის საშუალებით. 

სამუშაო ენა: ქართული


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მუსიკა, ხელოვნება,  მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ლიტერატურა.

პროექტის ფასილიტატორი: თეა მერკვილიშვილი

ფასილიტატორის ელ. ფოსტა: tmerkvilishvili35@gmail.com


პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://tmerkvilishvili.blogspot.com