პროექტის სახელი: ნოდარ მამისაშვილი კომპოზიტორი და მეცნიერ-მკვლევარი.
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გაეცნობიან მრავალმხრივ განათლებული კომპოზიტორის ნოდარ მამისაშვილის შემოქმედებას. მოიძიებენ ინფორმაციას.
პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ ნოდარ მამისაშვილის შემოქმედებას, არა მარტო, როგორც კომპოზიტორის, არამედ, როგორც დიდი მოაზროვნის, მეცნიერ-მკვლევარის. პროექტის დროს მოხდება მოსწავლეების ჯგუფებად ჩამოყალიბება. გაეცნობიან კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის შემოქმედებას. 1) მოიძიებენ ინფორმაციას მსოფლიოში ერთადერთ გამოგონებაზე- სამფაზიანი კომპოზიციის სისტემა- ჰოლოფონია;( ეკუთვნის ნოდარ მამისასვილს) 2)აკუსტიკურ-საინჟირნო აპარატურა; 3)ქართული სამგალობლო კანონზომიერებანი, რომლის დაყრდნობითაც გამოითვალა ქართული მართლმადიდებლური ზარის აკუსტიკური თვისებები; 5)ქართული ზარის მეტალურგიული თვისებები; 6) ბიბლიის სრული აუდიო ვერსია ქართულ ენაზე.(მუსიკალური გაფორმება ნ.მამისაშვილი) 7) ინტერვიუ კომპოზიტორთან.(მის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, კომპოზიტორებთან, ოჯახის წევრებთან) მოძიებული მასალის შეჯერების შემდეგ მოხდება პრეზენტაცია.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 1/2 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ეცნობიან კომპოზიტორის შემოქმედებას. შექმნიან ჯგუფებს და გაინაწილებენ ფუნქცია-მოვალეობებს. ინფორმაციას მოიძიებენ ინტერნეტით. მოისმენენ ნოდარ მამისაშვილის ნაწარმოებებს. მოხდება ამ ნაწარმოებების გარჩევა-ანალიზი, მსჯელობა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეძლება, შეიქმნას: მოსწავლეები გაიცნობენ ქართველი კომპოზიტორის, მეცნიერის, მკვლევარის შემოქმედებას. მოძიებული მასალის შედეგად შეიქმნება ვებ-გვერდი/ბლოგი. გაიღრმავებენ კვლევა -ძიების, კომპიუტერთან მუშაობის, შემოქმედებით უნარ-ჩვევებს.
სარგებელი სხვებისთვის: მოძიებულ ინფორმაციას, პრეზენტაციას, გააცნობენ არა მარტო თანატოლებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ვებ-გვერდის, ბლოგის საშუალებით.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მუსიკა, ხელოვნება, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ლიტერატურა.
პროექტის ფასილიტატორი: თეა მერკვილიშვილი
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: tmerkvilishvili35@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://tmerkvilishvili.blogspot.com